მთავარისიახლეებისაზოგადოებამსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს

Published on

“თქვენო უნეტარესობავ და უწმინდესობავ, უფლისმიერო საყვარელო ძმაო,
დიდი სიხარულით მივიღეთ პირადად ჩვენ და მსოფლიო საპატრიარქოში მომსახურე თითოეულმა პირმა სასიხარულო უწყება თქვენი საყვარელი უნეტარესობის ღირსეული არჩევის შესახებ სრულიად საქართველოს უძველეს და სახელოვან კათოლიკოს-საპატრიარქო ტახტზე, განსვენებული და მარადსახსოვარი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შემცვლელად, რომელმაც ბრწყინვალე და ისტორიული სამსახური გაუწია საქართველოს პატივცემულ ეკლესიასა და მთლიანად მართლმადიდებლობას.
ვადიდებთ რა უფალს, თავისი ეკლესიის დამაარსებელსა და მფარველს, ძმურად ვულოცავთ თქვენს უნეტარესობას და ვლოცულობთ, რომ მოგემადლოთ ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი წინამძღვრობა, ღვთის სადიდებლად, თქვენი ერთგული მრევლის საკეთილდღეოდ, ქართველი ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, აგრეთვე, ჩვენთან და სხვა და-მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებთან ჰარმონიული თანამშრომლობით, პან-მართლმადიდებლური ერთიანობის, თანამშრომლობისა და მსოფლიოს წინაშე საერთო მოწმობის განსამტკიცებლად და წინსვლისთვის. Ἄξιος! (აქსიოს!)” | ვკითხულობთ წერილში

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...