მთავარისიახლეებისამართალიავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი თაღლითობისთვის დააკავეს

Published on

რუსთავში, თაღლითობის ბრალდებით, ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საზღვარგარეთიდან 43 ავტომობილის ჩამოყვანის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადახდილი 374 000 დოლარი თაღლითურად მიისაკუთრა და ვალდებულება არ შეასრულა.

“პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი – ერთ-ერთი ავტოსადილერო კომპანიის დირექტორი ბრალდებულის სახით დააკავა”. – წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...