მთავარისიახლეებისაზოგადოებამთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა - მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

Published on

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე „სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას“ ჰგავს. ამაღლობელმა 2025 წლის 11 იანვარს აჭარის პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ მისი დაკავება უკანონოდ განხორციელდა, ხოლო საქმეში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, გრიგოლ ბესელიას როლის მიჩქმალვა მიმდინარეობს.

„სულ ერთია ბატონო მოსამართლევ, მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა“, — განაცხადა ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე.

მისივე თქმით, გრიგოლ ბესელია თანამშრომლებს გაყალბებული ოქმებისა და პატაკების შედგენას აიძულებდა, ხოლო თავად სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.

„დარბაზში მყოფებს მადლობა, არასდროს მტოვებთ მარტო, ვიცი თქვენი ყოველდღიურობა სავსეა საქმეებით, მადლობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. მჯერა, რომ დარბაზში მსხდომი აუდიტორია და საია-ს მსგავსი ორგანიზაციები იქნება ქვეყანაში…

ბატონო მოსამართლევ, გავეცანი თქვენგან შემოსულ დადგენილებას, როდესაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააბრუნა, ამ საქმეზე თქვენ აცილება არ გაგიკეთებიათ, არც ჩვენ არ გავაკეთეთ აცილება. სულ ერთია ბატონო მოსამართლევ, მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა, სასამართლო ინსტიტუტის ცოცხლად დამარხვას დაემსგავსა.

წარმოიდგინეთ ამ საქმით შეგიძლიათ ნახოთ: როგორ გააყალბოთ ფაქტი და არარეალობა შექმნა.

2025 წლის 11 იანვარს პოლიციის შენობასთან სრულიად მშვიდ გარემოში ჩემი მხრიდან არ ყოფილა მოწოდებები, პოლიციის შესასვლელთან გალავანზე სოლიდარობის სტიკერი გავაკარი, სადაც 9 ადამიანი დააკავეს, ამ დაკავების დროს იქ არ ვყოფილვარ.

ციალა ქათამიძე ასფალტზე სტიკერის გამო დააკავეს, ამ დროს ოფისში ვმუშაობდი და ეგრევე იურისტთან წავედი, მასთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივედი, იქ მისულმა გავიგე ციალას შემდეგ 7 მოქალაქე დაუკავებიათ, დეტალებში არ შევალ, უბრალოდ გავამახვილებ ყურადღებას.

აქ საქმე ეხება დაკავების კანონიერებას, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ დამაკავა?! მე დამაკავა გრიგოლ ბესელიამ, მომკიდა ხელი და იმ ჭიშკარში თავისუფალი შესვლა არ ყოფილა, ეს არ ყოფილა ამოცნობის გამო შეყვანა, არანაირი კომუნიკაციაში არავინ არ შემოსულა, სანამ არ ამიყვანეს პოლიციის სამმართველოს შენობის მესამე სართულზე ერთ – ერთ ოთახში.

მთელი ეს სიყალბე გამოდის, რომ პირმა რომელმაც დამაკავა რეგიონის პოლიციის პირველი პირი იყო,(გრიგოლ ბესელია)…

მაკავებს სტიკერის გაკვრის გამო“, – განაცხადა ამაღლობელმა.

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...