მთავარისიახლეებიმსოფლიოСБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

Published on

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) საზღვაო-სამხედრო ძალების სამხედრო მაღალჩინოსანის მკვლელობას გეგმავდა. 

როგორც СБУ წერს, მაღალჩინოსნის მკვლელობა 9 მაისს იგეგმებოდა, რათა 9 მაისის აღლუმისთვის კრემლისთვის სასარგებლო ფონი შექმნილიყო. 

გამოძიების მიხედვით, თავდამსხმელი უკრაინელი სამხედროს სახლთან ჩასაფრებას და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მის მოკვლას აპირებდა. 

როგორც СБУ იტყობინება, სამსახურის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა და სპეცრაზმმა ოპერაცია ჩაშალეს და ბრალდებული 8 მაისს დააკავეს.

СБУ-ს ცნობით, ბრალდებული პირი მოქალაქის მიერ მიწოდებული ინფორმაციის დახმარებით დააკავეს – ის სამსახურის ცხელ ხაზს დაუკავშირდა და საეჭვო პიროვნების შესახებ შეატყობინა. 

გამოძიების მასალების თანახმად, საქმის ფიგურანტი დონეცკის ოლქში დაბადებული რეციდივისტია, რომელიც მანამდე განზრახ მკვლელობისთვის იყო დაპატიმრებული. 

СБУ-ს მიხედვით, რუსული სპეცსამსახურების მიერ გადაბირების შემდეგ ბრალდებული ოდესაში ჩავიდა, ბინა იქირავა და მკვლელობისთვის ემზადებოდა – თავდაპირველად სამხედრო მაღალჩინოსნის სახლი დაზვერა, შემდგომ კი ჩასაფრებისთვის ადგილი შეარჩია. 

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, აგენტმა ცეცხლსასროლი იარაღი, AK-47 რუსი კურატორისგან მიღებულ ლოკაციაზე შენახული საცავიდან აიღო. ჩხრეკის დროს ბრალდებულს აღმოუჩინეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მობილური ტელეფონი, რომლითაც რუსულ სპეცსამსახურებთან ჰქონდა კომუნიკაცია. 

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...