მთავარისიახლეებისაზოგადოებალევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

Published on

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ძალოვნებს – სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და გდდ-ს ყოფილ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა.

საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა. ბრალდებულებს ადვოკატები არ ჰყავთ.

ლევან ხაბეიშვილზე, ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე ძალადობაში მხილებული სპეცრაზმელების საქმეს გრიფი დაადეს. დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ. ხუთივე ბრალდებულის ადვოკატს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს.
“პირველების” ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სპეცდანიშნულების ყოფილმა თანამშრომელმა დანაშაული უკვე აღიარა.
ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...