მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენ საქართველოს ველით - სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს...

ჩვენ საქართველოს ველით – სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი ცეკვავს- ჰერჩინსკი

Published on

ჩვენ საქართველოს ველით – სამწუხაროდ, დრო გადის და ბევრ დროს ვკარგავთ, ტანგოს კი ორი ცეკვავს – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ახლა „ყველაფერი საქართველოს ხელშია“.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დაფუძნებულია მკაფიო წესებზე – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. როგორც უკვე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, სასწაული იყო, რომ ევროკავშირის ოცდაშვიდივე ლიდერმა უმაღლეს დონეზე ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენი მხრიდან კითხვა საქართველოს ევროკავშირში წევრობის შესაბამისობასთან დაკავშირებით დახურულია. ჩვენ საქართველოს ველით. სამწუხაროდ, დრო გადის და ჩვენ ბევრ დროს ვკარგავთ. ტანგოს კი ორი ცეკვავს. უკვე არის გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები. ფაქტი, რომ როგორც იქნა, რამდენიმე პოლიციელი დააკავეს ძალადობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს დემონსტრაციების დროს, ვფიქრობ, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. დაუსჯელობა მიუღებელია. ჩვენ ძალადობას ყველა მხრიდან ვგმობთ. სხვა ნაბიჯებიც არის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება. ჩვენ, როგორც ევროკავშირი და ევროკავშირის დელეგაცია, დასახმარებლად ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენ გულწრფელი მზადყოფნა გვჭირდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია დაფუძნებულია მკაფიო წესებზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ოჯახს წარმოვადგენთ, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე. ყველა ქვეყანამ, რომელიც გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, ერთი და იგივე ღირებულებები და პრინციპები უნდა დაიცვას” – აღნიშნა ელჩმა.

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ძალოვნებს - სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი...

გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჰერჩინსკი

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველომ შეაჩერა ევროკავშირისკენ სვლა - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ...

ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელსაც ატარებს დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს – კობახიძე

კობახიძემ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკი "ტრაგიკულ პიროვნებად" მოიხსენია. მისი მტკიცებით, ასეთი ელჩის მიერ ორგანიზებული...

სუს-ი ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში მიმდინარეობს

ჯაშუშობის საქმე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რომ შეხვედრა ბინაში...