მთავარისიახლეებირუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს –...

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს – შსს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის, მძევლად ხელში ჩაგდებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი – 1993 წელს დაბადებული შ.გ. დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე 7 პირი 3 აპრილს დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის მარტის თვეში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდა. ბრალდებულებმა ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ბინაში მყოფ მოქალაქეებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, მათ კუთვნილ თანხასა და ძვირადღირებული ტექნიკას უკანონოდ დაეუფლნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე 7 პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს, ხოლო სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით საპოლიციო ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა.

პოლიციამ დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირი – შ.გ. გორის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავა”- წერს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 179-ე და 286-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის მოქალაქეების მძევლად აყვანისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან, მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდნენ. ბრალდებულებმა, ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს წაართვეს თანხა 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, რის შემდეგაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. რამდენიმე საათის შემდეგ, დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს” – წერდა შსს 3 აპრილს.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...