მთავარისიახლეებიევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

Published on

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის მიღებას 53-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, მის წინააღმდეგ 14-მა, 2-მა კი თავი შეიკავა.

ანგარიში ეხება 2025 წელს საქართველოში და მისი ავტორია ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.

“სამწუხაროდ, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველოში პროგრესი არ შეინიშნება; პირიქით, ქვეყანა აგრძელებს ავტორიტარული მმართველობისკენ სწრაფვას. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააძლიერა რეპრესიები, რომლებიც მიზნად ისახავს ოპოზიციურ პარტიებს, დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას, ამავდროულად სისტემატურად ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. პოლიტიკური პატიმრები კვლავ უკანონოდ არიან დაკავებულნი, ხოლო სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაშია საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი წვდომის გარეშე. პოლიტიკური პატიმრების არსებობა ფუნდამენტურად შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან,” – განაცხადა იუკნევიჩიანემ კომიტეტის სხდომაზე.

ანგარიშში დაგმობილია “ქართული ოცნების” მხრიდან დემოკრატიული უკუსვლა, სისტემური დევნა ჟურნალისტებისა და აქტივისტების, რეპრესიული კანონები და პოლიტიკური მოტივით დაკავებები.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს, მიიღონ სანქციები “საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელ პირებზე” და ითანამშრომლონ სხვა იურისდიქციებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო და აშშ.

“ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, მიიღონ ევროკავშირის მასშტაბით კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, თანამდებობის პირისა და ხელშემწყობი პირის წინააღმდეგ, მათ შორის სანქციების სიების გაფართოება, აქტივების ყოვლისმომცველი გაყინვა და ვიზების აკრძალვა, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე პასუხისმგებელ პირებზე. ისინი განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ მტკიცე მოწოდებას ევროკავშირისადმი, დააწესოს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, ამავდროულად მოუწოდებენ ევროკავშირს, გაყინოს მისი აქტივები და ითანამშრომლოს სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან და აშშ-სთან,” – წერია კომიტეტის პრესრელიზში.

რა წერია შესწორებებში – ევროპარლამენტარები იმედის, რ2-ის და POSTV-ს დასანქცირებას ითხოვენ
საგარეო საქმეთა კომიტეტის შემდეგ, რეზოლუციას განიხილავენ პლენარულ სხდომაზე, სადაც ის საბოლოო კენჭისყრაზე გავა.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...