მთავარისიახლეებითბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

Published on

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი ცნობით, მგზავრობის გაძვირება საწვავის ფასის ზრდამ განაპირობა, სხვადასხვა მიმართულებით მგზავრობის ტარიფის გაზრდა კი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო.

ცნობისთვის, დიდუბის სადგურ ოკრიბადან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა.

“ახალი კანონმდებლობისა და რეფორმის თანახმად, ავტოსადგური მგზავრობის ფასს აღარ ადგენს. გადამზიდავი ავტოსადგურს წარუდგენს ცნობას, სადაც დასაბუთებულია ტარიფის ცვლილება მაგალითად, საწვავის ფასის მატება. გადამზიდავი უთითებს, რომ არსებული ხარჯებიდან გამომდინარე, მას ამ კონკრეტულ ფასად უწევს მუშაობა და სთხოვს ავტოსადგურს, აღნიშნული ინფორმაცია ცნობად მიიღოს. ინფორმაციის ცნობად მიღების შემდეგ, ავტოსადგური გამოსცემს ბრძანებას და ავალებს კონკრეტულ სალაროებს, რომ მოცემული გადამზიდავის მიერ მითითებულ მიმართულებაზე ბილეთების რეალიზაცია ახალი ტარიფით მოხდეს”. – უთხრა BMG-ს ყვავაძემ.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...