მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნების" უმოქმედობამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის - ევროპარლამენტის ანგარიში

“ოცნების” უმოქმედობამ შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის – ევროპარლამენტის ანგარიში

Published on

ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელსაც 5 მაისს საგარეო საქმეთა კომიტეტი განიხილავს, ბრიუსელი “ოცნების” ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის გამო მკაცრად აკრიტიკებს და კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების, მოსამართლეებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს. ჩანაწერში მოხვდა ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვაც.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკვე დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის და ევროკავშირმა ზეწოლა უნდა გააძლიეროს.

ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი წვეყნების მიერ დაწესებული პერსონალური სანქციები ბიძნა ივანიშვილის, “ქართული ოცნების” ძირითადი ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, საარჩევნო გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დაუსჯელობის წინააღმდეგ.

მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში წევრი ქვეყნების მზარდმა რაოდენობამ შემოიღო ინდივიდუალური სანქციები საქართველოს ოფიციალური პირებს წინააღმდეგ. მოუწოდებს სხვა წევრ ქვეყნებს, მიჰყვნენ მათ მაგალითს, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ თუ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, უვიზო რეჟიმი შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებს შეუჩერდეთ.

აღნიშნავს კომისიის წინადადებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში, როგორც ქართული ოცნების რეჟიმის ქმედებების პირდაპირ შედეგს, რაც ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევას წარმოადგენს. გამოხატავს სინანულს, რომ ევროკავშირის მასშტაბით ვიზების აკრძალვა იმ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე, ვერ გახდა შესაძლებელი უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან არსებული წინააღმდეგობის გამო. აფრთხილებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაგრძელებულმა უმოქმედობამ შესაძლოა გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დაეკისრება.

მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება, განსაკუთრებით ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით, რაც ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში პირდაპირაა მითითებული, რომ საქართველოში მიღებული რეპრესიული კანონების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეუძლებელია.

მკაცრად გმობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, როგორც ავტორიტარულ გადახვევას, რომელიც სცილდება ევროკავშირისა და დემოკრატიულ ღირებულებებს, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზს უსვამს, რომ სანამ ეს კანონმდებლობა არ გაუქმდება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ვერ წაიწევს წინ, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სამთავრობო მედიებზეც. საუბარია “ტვ იმედის” და “რუსთავი 2”-ის დასანქციების მოთხოვნაზე.

სიახლეები

ერევანში ზელენსკის მიპატიჟებას კრემლის უკმაყოფილება მოჰყვა

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთის დედაქალაქ ერევანში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს,...

ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია – მაკრონი

"სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები...

თბილისიდან ზუგდიდის, ჭიათურისა და ბაკურიანის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანები ძვირდება. ამის შესახებ ინფორმაცია ოკრიბას იურისტმა, პაატა ყვავაძემ BMG-ს დაუდასტურა, მისი...

300 ეკლესია აღვადგინეთ და არცერთი არ იყო ივანიშვილის ფულით, როგორც მათ გაავრცელეს – სააკაშვილი

არცერთი მმართველის პირობებში საქართველოში ეკლესია არასდროს ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემი მმართველობის დროს, -...