მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია - მაკრონი

ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია – მაკრონი

Published on

“სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ბოლო წლების მუშაობა სომხეთში ძალიან შთამბეჭდავია. მოდით, გულახდილები ვიყოთ: 8 წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა. ის ფაქტი, რომ დღეს თქვენს ქვეყანას ამდენი სტუმარი ეწვევა, კარგი სიგნალია- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
“რვა წლის წინ, ამ მაგიდასთან მსხდომი ბევრი ქვეყანა სომხეთს რუსეთის ნამდვილ სატელიტად მიიჩნევდა. ნიკოლ ფაშინიანმა ხავერდოვანი რევოლუცია მოაწყო და გადაწყვიტა თავისი ქვეყნის რუსეთისგან დაცვა. და ამის გამო, ის ყოველდღიური თავდასხმების მსხვერპლი გახდა და კვლავაც ხდება“ – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის ევროპული არჩევანის მნიშვნელობას და დასძინა, რომ უკრაინის წინააღმდეგობა, სომხეთის სტრატეგია და მოლდოვაში გადადგმული ნაბიჯები ევროპული ქვეყნების საერთო მიმართულებაზე მეტყველებს.„უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ, ევროპელებმა, გადავწყვიტეთ კოლექტიური განგაში აგვეტეხა და უარი ვთქვით რომელიმე დიდ ძალაზე ვყოფილიყავით დამოკიდებული. ეს არის სტრატეგიული ავტონომიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა“ – განაცხადა მაკრონმა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...