მთავარისიახლეებიგელა ხასაია დაზარალებულის სტატუსის მქონე პირმა სხდომათა დარბაზში ვერ იცნო

გელა ხასაია დაზარალებულის სტატუსის მქონე პირმა სხდომათა დარბაზში ვერ იცნო

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი გელა ხასაიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, დაზარალებულის სტატუსის მქონე გელა ჩადუნელი დაიკითხა.

“პირველების” კორესიდენტის ცნობით, გელა ხასაიას საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე გელა ჩადუნელმა ხასაია სხდომათა დარბაზში ვერ იცნო.

ამასთან მოწმეს მოსამართლე ხუსკივაძემ ჰქკითხა: “კანონით გათვალისწინებული შეღავათები რომ მიიღონბრალდებულებმა იყო თუ არა წინააღმდეგი”, რაზეც რამაზ ჩადუნელმა თქვა, რომ ” არ არის წინააღმდეგი”.

გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის მტკიცებით, 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს რამაზ ჩადუნელს.

ხასაიასგან განსხვავებით, ქერდოყაშვილმა წარდგენილი ბრალი აღიარა. გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას მის აქტიურობას უკავშირებს.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...