მთავარისიახლეებისომხეთის განცხადებით, საქართველოსთვის "სოფლის გადაცემაზე" ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება

სომხეთის განცხადებით, საქართველოსთვის “სოფლის გადაცემაზე” ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება

Published on

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაღდასარიანი უარყოფს სომხურ და ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველო-სომხეთის საზღვრის დემარკაციის პროცესის ფარგლებში სომხეთი საქართველოს სოფელ ჯილიზას გადასცემს.

“ნებისმიერი განცხადება, იდეა ან “ინფორმაცია,” რომელიც ეხება სხვა ქვეყნისთვის სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილის გადაცემის განზრახვას, გეგმას ან შეთანხმებას, არ შეიძლება, თავისივე არსით, რეალობას შეესაბამებოდეს. მაშასადამე, როგორც წარსულში, ჩვენ უარგვიყვია, და ახლაც და მომავალშიც უარვყოფთ მსგავსი შინაარსის ნებისმიერ ინფორმაციას, რადგან ყოველივე ეს გამოგონილია”. – წერს ბაღდასარიანი Facebook-ზე.

მანამდე მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომელშიც მედიები ირწმუნებოდნენ, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვრის დემარკაციის პროცესის ფარგლებში სომხური მხარე საქართველოს სოფელ ჯილიზას გადასცემდა.

27 აპრილს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სიტყვით გამოსვლისას მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის დემარკაცია დელიმიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღის წესრიგშია საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შეჯამება და დასრულებაც.

“უახლოეს მომავალში ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და ლოგიკურ ვადებში დავასრულებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას. დღის წესრიგში გვაქვს ასევე საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის შეჯამების საკითხიც და ამის შესახებ ქართველ კოლეგებთან შეთანხმებები უკვე გვაქვს. ამით, არსებითად, სომხეთის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი დასრულდება და ჩვენს სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, უფრო თავდაჯერებულად მოახდინოს ფოკუსირება განვითარების დღის წესრიგზე თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. პრემიერის ნათქვამს სომხეთის სახელმწიფო პრესა, Armenpress ციტირებს.

სომხურ მედიაში საქართველოსთვის სოფელი ჯილიზის გადაცემის შესახებ დაუდასტურებელი ცნობები 2024 წლის მარტშიც გავრცელდა. მაშინ სოფლის უხუცესი, მგერ ვარდანიანი ამბობდა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობდა.

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...