მთავარისიახლეებისაზოგადოებამაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

Published on

“შაბათის ეთერის” გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები სრულად ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალობას და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.

მისი თქმით, მსგავსი შეფასებები არ არის ახალი და ისინი პირდაპირ უკავშირდება იმ პრაქტიკას, რომელიც, მისი შეფასებით, საქართველოში სისტემურად გრძელდება.

ჩიხლაძე აღნიშნავს, რომ მისი შემთხვევა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ მრავალი ფაქტიდან, რაც ქვეყანაში ფიქსირდება და ხაზგასმით ამბობს, რომ ვითარება არ შეიცვლება მანამ, სანამ “ოცნების” ხელისუფლება პოლიტიკურ კურსს არ გადახედავს.

ბოლო დროს გამოქვეყნებილი საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა ანგარიში რატომღაც მახსენებს ჩემს ბავშვობას, როდესაცხუთოსანთა დაფაზე აკრავდნენ ადამიანებს, მშობლებიც ძალიან ბევრს შრომობდნენ ამისთვი, მეც ვიყავი ერთ-ერთი და “ქართული ოცნება” ძალიან ბევრს იღწვის, ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ოროსანთა სამარცხვინო დაფაზე იყოს გამოკრული, ოღონდ საქართველოს მასშტაბით კი არა, მსოფლიო მასშტაბით. არაფერი ახალი და განსაკუთრებული ამ ანგარიშებში არ არის. ისინი ასახავენ რეალობას, რომელიც რეალურად ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩემი შემთხვევა არის, უბრალოდ, ერთ-ერთ მაგალითი, სამწუხაროდ, ბევრი მაგალითი გვაქვს ასეთი და ეს ადამიანები არ ჩამოიხსნებიან ამ სამარცხვინო დაფიდან მანამდე, ვიდრე არ შეცვლიან საკუთარ პოლიტიკურ კურსს, რასაც, როგორც ვხედავთ, არ აპირებენ, ამიტომ დიდხანს მოუწევთ, როგორც ვხვდები, ამ დაფაზე ყოფნა თუ ხელისუფლებაში დარჩნენ დიდი ხნით, – ამბობს მაკა ჩიხლაძე.

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის შეფასებით, საქართველოში მკაცრად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რეპრესიულმა კანონებმა, უსამართლო სასამართლო პროცესებმა და პოლიციის დაუსჯელობამ ძალის უკანონო გამოყენებისთვის ხელისუფლებას რეპრესიების გატარება გაუადვილა.

Amnesty International- ი მიუთითებს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს თვითნებურად აკავებდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ, რასაც მათ წინააღმდეგ უსამართლო სასამართლო პროცესები მოჰყვებოდა.

უფლებადამცველებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას მუდმივად ავიწროებდნენ, მათ შორის აქტივების გაყინვისა და მარეგულირებელი წნეხის მეშვეობით.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...