✍️ ლაშა ბერულავა, ოდიშინიუსი
🔘 ინგა ბოლოთაური, რომელიც შსს-ს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსის ირაკლი გუნავას სახელზე ჯერ კიდევ 14 აპრილს შეტანილი ერთადერთი ოფიცვიალური განცხადების ავტორია (თან ერთვის) საჯაროდ დებს ბრალს ბერი ნიკოლოზის მკვლელობაში რამდენიმე ადამიანს და მათ გვარებს ფეისბუქზე საჯაროდ ასახელებს. დასახელებულთა შორის ორი ქალია, სამი კი კაცი.
🔘 ინგა ბოლოთაური შსს-ში გაგზავნილ განცხადებაში ამავე ადამიანებს იხსენიებს და წერს, რომ მათ ჰქონდათ შექმნილი დაჯგუფება “ნესტანიანელები”, რომელსაც ჰყავდა “ამირსპასალარი”, მრევლში მდგარ ერთ-ერთ ქალს მოიხსენიებდნენ “დედოფლად”, სხვებს ასევე ჰქონდათ დანაწილებული “სხვადასხვა თანამდებობები” და აკონტროლებდნენ ფონიჭალაში, ბერ ნარიმან მაქარაშვილის საცხოვრებელი ბინის პერიმეტრს.
💬 “ჩემთვის ცნობილი გახდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, პირთა ჯგუფის მიერ, რაზეც ვითხოვ რეაგირებას და დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ინგა ბოლოთაური დაწვრილებით აღწერს, რომ “ნესტანიანელები” მარტის ბოლოდან, მინიმუმ 7 კაციანი ჯგუფით “მუდმივად არიან ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ ბინასთან”, ძალადობენ მასთან მისულ სასულიერო თუ საერო პირებზე და იზოლაციაში ჰყავთ მდუმარე ბერი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
🔘 ამავე განცხადებაში ინგა ბოლოთაური იხსენებს შემთხვევას და განცხადებას ურთავს ვიდეომასალას, როცა “ბერ ნიკოლოზის მეგობარმა მალხაზ ჯინორიამ ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს მიიყვანა ექიმი”, რომელიც “ამირსპასალარმა”, “დედოფალმა” და მრევლის სხვა წევრებმა არათუ არ შეუშვეს დაუძლურებულ ბერთან, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს, ამასთან უთხრეს (რაც ვიდეოშიც ისმის) რომ “მამაო თავადაა ღმერთი, სხვის ტკივილებს კურნავს და თავისას ვერ განკურნავს?” და ამ მოტივით ექიმი ბინაში არ შეუშვეს.
💬”დეეშვი აქედან, ბიჭო, მამაოს კართან არ გნახო მისული, ექიმი მაგას კი ჭირდება, ექიმი გჭირდება შენ!”, – ისმის ვიდეოში სავარაუდოდ, “ამირსპასალარის” ხმა.
🔘ინგა ბოლოთაური ასევე იხსენებს ერთ შემთხვევას, რომელმაც, შესაძლოა, ბერი ნიკოლოზის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა:
💬”მარტის თვის ბოლოს ნაშიმშილარ ბერ ნიკოლოზთან მიტანილი ეს მცირეოდენი საკვები პროდუქტი, კონსერვის ქილები ამ ჩანერგილმა ფანატიკოსებმა დაამსხვრიეს და ფეხით გადათელეს, რა დროსაც ბერი ნიკოლოზი გამოვიდა სახლიდან და მოსუფთავებისას ხელი გაიჭრა. დაიღვარა ნატანჯი და ნაშიმშილარი, დაუძლურებული ბერი ნიკოლოზის სისხლი…”.
🔘ანუ, გამოდის, რომ:
☑️ ადამიანი უკვე მარტის ბოლოდან იმყოფებოდა დაუძლურებულ მდგომარეობაში;
☑️ მასთან არ უშვებდნენ ექიმებს იმ მოტივით, რომ ღმერთს ექიმი არ სჭირდება;
☑️მარტის ბოლოდან “ნესტანიანელებმა” გაამკაცრეს მორიგეობა ბინის შესასვლელთან, რადგან კარის გახსნისა და ექიმის შეყვანის მომხრეთა რიცხვმა იმატა;
☑️ 14 აპრილს ინგა ბოლოთაური წერს განცხადებას ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის სახელზე, სადაც დაწვრილებით აღწერს პროცესებს, ასახელებს პროცესში მონაწილე პირებს და ითხოვს “დაუყოვნებლივ რეაგირებას”…
ასეთ მდგომარეობაში იყო ბერი ნიკოლოზი ჯერ კიდევ მარტის ბოლოს: