მთავარისიახლეებისაზოგადოებადიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს იწყებენ

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს იწყებენ

Published on

მთავრობის ადმინისტრაცია დღეიდან პროტესტის კიდევ ერთ ეპიცენტრად იქცევა. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ დღეს, 17:00 საათზე, სამთავრობო ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

მოქალაქეები სახელმწიფოსგან მათი შვილებისთვის აუცილებელი მედიკამენტის უზრუნველყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, სამთავრობო კვარტალში 24-საათიანი პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება ძვირადღირებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანას არ უზრუნველყოფს.

პაციენტების ოჯახები ადგილზე კარვების გაშლას გეგმავენ, თუმცა, მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ნებართვას ამ ეტაპზე არ გასცემს.

მშობლები ასევე მიმართავენ სახალხო დამცველს და მოუწოდებენ, მიმდინარე პროცესში მათ გვერდით დადგეს.

უმოქმედობამ, რომ არ ჰქონდათ კომუნიკაცია პროვაიდერ კომპანიებთან, უმოქმედობამ, რომ არ გაიარეს და არ შექმნეს გუნდი და ყველა მიმართულებით უმოქმედობამ. ჩვენ უკვე გადავინაცვლეთ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან, გადავწყვიტეთ, რომ უწყვეტი აქციები გავმართოთ მანამ, სანამ არ იქნება შედეგი მიღწეული. პირველ ხაზზე არიან თითონ მებრძოლი დიუშენელები, ჩვენი შვილები, რომლებიც თითონ ითხოვენ მედიკამენტებს. ჩვენ მათი მხარდამჭერები ვართ, ჩვენ მათი წარმომადგენლები ვართ და ის, რომ ჩვენ რაღაცას ვითხოვთ და ვიღაცა პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობს, ეს აბსურდია და იმაზე მეტი დანაშაულია, რაც არის უმოქმედობა და ეს გამორიცხულია, იმიტომ, რომ თუ ვინმე ჩვენ მხარს გვიჭერს, აქ ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება და არცერთი ადამიანი არ იქნება ისეთი მხარდამჭერი ჩვენს ირგვლივ, ვინც რაიმე სახით პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებს, – ამბობს ზაქარია გვიშიანი.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების განვლევას და დასუსტებას იწვევს.

სიახლეები

ვინ შედის დაჯგუფება “ნესტანიანელებში”, რომელთა “ამირსპასალარმა” მდუმარე ბერთან მისული ექიმი გააგდო

✍️ ლაშა ბერულავა, ოდიშინიუსი 🔘 ინგა ბოლოთაური, რომელიც შსს-ს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს უფროსის ირაკლი გუნავას...

საჭმელს პარავენ და აიძულებენ, ხმა ქოცებს მისცენ – სააკაშვილი უფასო სასადილოების ბენეფიციარებზე

უფასო სასადილოები ჩემი შემოღებულია, 2002 წელს, ჯერ თბილისში და 2004 წელს, მთელს საქართველოში. ძალიან...

ირანი ორმუზის სრუტის კონტროლს ცდილობს, აშშ-მა ირანის ხომალდს ესროლა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ამერიკულმა გამანადგურებელმა ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით, რომელიც...

ბერი ნიკოლოზი გარდაცვლილი იპოვეს, პოლიცია მის ბინაში მრევლს არ უშვებს

ნარიმან მაქარაშვილი, იგივე ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი), ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მრევლის ინფორმაციით, ბერი...