მთავარისიახლეებიტრამპი- რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ

ტრამპი- რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია და მხარეებმა კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ. ამის შესახებ მან RFE/RL-ის ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს შეკითხვის საპასუხოდ, უკრაინაზე რუსეთის მასირებული თავდასხმის კომენტირებისას აღნიშნა.

ტრამპის თქმით, „უკრაინა წინ მიიწევს“ და მას სურს, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ომი შესაძლოა გაგრძელდეს, შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ რეალურია.

„უგუნური იქნებოდა ამის არგაკეთება… ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან,“ — განაცხადა მან.

ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ომი არ დაიწყებოდა, თავად რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში.

ამ ფონზე, უკრაინაზე განხორციელებულმა მასირებულმა იერიშმა, რომლის დროსაც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებზე 700-ზე მეტი დრონი და რაკეტა რამდენიმე ტალღად იქნა გაშვებული, სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ოდესაში 9 ადამიანი დაიღუპა, დნიპროში — 5, ხოლო კიევში — 4, მათ შორის ერთი ბავშვი.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დენ ფრიდის შეფასებით, აღნიშნული დარტყმები მიუთითებს, რომ რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას ცდილობს, რადგან ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო წინააღმდეგობის გატეხვას. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს წარმატება არც საბრძოლო ველზე და არც უკრაინის სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ, მაშინ როდესაც უკრაინა, მისივე შეფასებით, ეფექტურად უტევს რუსეთის მნიშვნელოვან სამიზნეებს.

ფრიდის განცხადებით, მსგავსი თავდასხმები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ომში უპირატესობას ვერ აღწევს და სამიზნედ მშვიდობიან მოსახლეობას იყენებს.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...