მთავარისიახლეებითუ საქართველო EU-ში გაწევრიანდება, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანა მოგვიწევს - ზახაროვა

თუ საქართველო EU-ში გაწევრიანდება, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანა მოგვიწევს – ზახაროვა

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი “იძულებული იქნება” საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება.

ზახაროვა ამბობს, რომ საქართველოს ამ სიაში მოხვედრა მასზე “შესაბამისი ეკონომიკური ზომების” გავრცელებასაც გულისხმობს.

“არ ვამბობ, რომ ეს გვინდა, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, რუსეთს მოუწევდა საქართველოს არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში შეყვანა და საპასუხო ეკონომიკური ზომების მასზე გავრცელება – ეს გულისხმობს საპასუხო ზომების მიღებას საქართველოდან რუსეთში შეტანილი მინერალური წყლის, ხილის, ღვინისა და ყველანაირი პროდუქტის მწარმოებლების მიმართ”. – თქვა ზახაროვამ.

ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ბოლომდე არ ესმის, როგორ შეიძლება საქართველოს სურდეს ისეთ გაერთიანებაში გაწევრიანება, რომელიც მათ “უსამართლოდ ექცევა და აშანტაჟებს”.

“რუსულ მხარეს ბოლომდე არ ესმის, თუ როგორ შეიძლება თბილისი მიისწრაფვოდეს ისეთ კავშირში გაწევრიანებისკენ, რომლის წევრები საქართველოს წინააღმდეგ უმიზეზოდ აწესებენ სანქციებს, რითიც მას ახალი ანტირუსული სამხედრო ავანტიურისკენ უბიძგებენ; თითქმის ღიად უჭერენ მხარს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობებს და ქართველ ხალხს თავს ახვევენ მათთვის მიუღებელ ღირებულებებს და მათ აიძულებენ, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, უარი თქვან საკუთარ კულტურასა და იდენტობაზე”. – ამბობს ზახაროვა.

ზახაროვას თქმით, გაწევრიანების შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოსთხოვს, რაც მისივე განცხადებით, “მძიმე დარტყმას მიაყენებს” ტურისტულ ინდუსტრიას და სავაჭრო ურთიერთობებს.

სიახლეები

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...