მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

Published on

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება – ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი მარია ზახაროვას და ჩრდილოელი ოკუპანტის წარმომადგენლის განცხადება ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ პრაგმატულად – განაცხადა ღუდუშაურმა.

როგორც “ოცნების” დეპუტატმა დღეს ტელეკამერების წინ თქვა, ის ვერანაირ სხვაობას ვერ ხედავს “ზახაროვასა და იმ პირებს შორის, ვისთვისაც ქვეყანა სულერთია”.

ვერასდროს ვერანაირი ზახაროვას და ვერანაირი სხვა მხარის წარმომადგენლის განცხადება, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული, ვერ იქნება დასრულებული და ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი.

იქამდე, სანამ ერთი ქართველი მაინც არსებობს, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ისტორია და მომავალი არის საინტერესო და ღირებული, ვერასოდეს სისრულეში ვერ იქნება მოყვანილი. ქართველი ხალხი ჯიუტად იცავს თავის ინტერესს. ჩვენ შეიძლება ცოტანი ვართ, მაგრამ ქართველები ვართ და ღირსებით სავსე ერი ვართ. ვერანაირი, ჩრდილოელი ოკუპანტის წარმომადგენლის განცხადება ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ვერც ჩვენს წინაპრებზე, ვერც ჩვენზე და ვერც ჩვენს მომავალზე.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ პრაგმატულად. ხშირ შემთხვევაში როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გარედან დაკვეთით უსამშობლო სუბიექტები მოქმედებენ, ვერანაირ სხვაობას ვერ ვხედავ ზახაროვასა და იმ პირებს შორის, ვისთვისაც ქვეყანა სულერთია.

ჩვენ ვმოქმედებთ პრაგმატულად და თუ ვინმეს სიტყვა ან ქმედება პრაგმატულობა ერევა სხვა რაიმეში, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნათლად და მკაფიოდ შეიძლება ამ სიტყვის ეტიმოლოგია ნახონ. თუ ამასაც ვერ შეძლებენ, მაშინ ნახონ ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვდგამთ”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელის მოთხოვნების შესრულებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე და გაართულოს ორ ქვეყანაში მცხოვრებ ახლობლებს შორის კონტაქტები.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...