მთავარისიახლეებირუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

Published on

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 % ახლა ბაზის ბანკის მფლობელობაშია. კომპანიის, რომლის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარი იყო, გაყიდვის გადაწყვეტილებას მხარეები მათთვის მომგებიანი ფინანსური გარიგებით ხსნიან.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა იქნება. ახალი მფლობელების განმარტებით, მომხმარებლებისთვის ორივე ბანკის ფუნქციონირება შეუფერხებლად გრძელდება.

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად მიიჩნევა, სამთავრობო ტელეკომპანია “იმედი” დიდი ბრიტანეთის მიერ მის დასანქცირებამდე რამდენიმე დღით ადრე, თებერვალში, გაყიდა. აქედან მალევე ცნობილი გახდა, რომ უარი თქვა ლიბერთი ბანკზეც.

„ლიბერთი ბანკის“ შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა, ამაზე მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდა – თავად რუხაძემაც მალევე დაადასტურა:

„მთავარი, ვინც განიხილება არის ბაზისბანკი, მაგრამ შეიძლება ეს პროცესი სხვანაირად წავიდეს, ვიღაც სხვა გაჩნდეს ან საერთოდ უარი ვთქვათ გაყიდვაზე, როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ“ – უთხრა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა გასული წლის ივნისში.

„ლიბერთი ბანკის“ შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე გაჩნდა ვარაუდი, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული „იმედის“ იმ დროისთვის მფლობელი – ირაკლი რუხაძე – მოსალოდნელი სანქციებისგან თავის გადარჩენას ცდილობდა. 2025 წლის 5 ივნისს რუხაძე ამბობდა, რომ ლიბერთი ბანკის შესაძლო გაყიდვას კავშრი არ აქვს სანქციებთან:

“ჩვენი ყველა კომპანია იყიდება და მეტსაც გეტყვით, ცოტა ხანში იმედია გამოვაცხადებთ, რომ რაღაც ახალს ვყიდულობთ საქართველოში. ამიტომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სანქციებთან. სანქციებზე ეს რაღაც ვითომ საფრთხე არსებობს დიდი ხანია და ჩვენ ძალიან ჭკვიანი ხალხი ვართ და ვიცით, როგორ მოვემზადოთ ამ საფრთხისთვის”. – თქვა რუხაძემ.

„ლიბერთი ბანკი“ მრავალი წელია ფლობს მონოპოლიას პენსიების გაცემაზე, შესაბამისად მხოლოდ მას შეუძლია პენსიით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა – ქართველი პენსიონერები წინასწარ იღებენ რამდენიმე თვის პენსიას, ამაში კი „ლიბერთი ბანკი“ მაღალ პროცენტს მოითხოვს, შესაბამისად დიდი მოგებაც რჩება.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...