მთავარისიახლეებიპოლიტიკაპირველი კვარტლის მონაცემებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შემოწირულობა არ მიუღია

პირველი კვარტლის მონაცემებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შემოწირულობა არ მიუღია

Published on

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წელს 980 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო. მმართველ პარტიას 15 იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 28 შემომწირველი ჰყავდა. მათ შორის: თბილისის მერი, კახა კალაძე. მან პარტიას 12 ათასი ლარი შესწირა.

რაც შეეხება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შემოწირულებას, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პარტიას მიმდინარე წლის 2 თვეში, 8 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 146 ათასი ლარის შემოწირულება აქვს მიღებული. შემომწირველებს შორის არიან „ლელოს-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ასევე, მამუკა კაციტაძე და მანანა ნაჭყებია.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წელს შემოწირულება მიღებული აქვს „თავისუფლების მოედანსაც“. პარტიას 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 44 შემომწირველი ჰყავდა, რომელთაც ჯამში პარტიისთვის 46 745 ლარი გაიღეს. შემომწირველებს შორის არიან პარტიის ლიდერები: ლევან ცუცქირიძე, ბაკურ კვაშილავა და სიმონ ჯანაშია.

რაც შეეხება „კოალიციას ცვლილებებისთვის“, 2026 წლის 14 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით, მათ შემოწირულების სახით 3460 ლარი მიიღეს. კოალიციას ამ პერიოდისთვის თანხა 8-ჯერ შესწირეს. შემომწირველებს შორისაა კოალიციის წევრი, მაია კოპალეიშვილი.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, „გახარია საქართველოსთვის“ მიმდინარე წელს 2371 ლარი ჩაერიცხა. პარტიის შემომწირველებს შორისაა დეპუტატი თამარ ხვედელიანი.

სიახლეები

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...

დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა - პირველი პრეზიდენტი 87 წლის გახდებოდა  საქართველოს ეროვნული გმირი,...

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალების საწყობს დაარტყა

აშშ-მა ისპაჰანში საბრძოლო მასალის საცავს დაარტყა, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ...

ირანში საჯაროდ ჩამოახრჩვეს პროტესტის მონაწილე კიდევ ორი კაცი

ირანში სიკვდილით დასაჯეს კიდევ ორი მამაკაცი, რომლებიც სამთავრობო შენობაზე თავდასხმისთვის იყვნენ მსჯავრდებულები, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ...