მთავარისიახლეებისაზოგადოებადააკავეს ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 13 წევრი - 7 არასრულწლოვანია

დააკავეს ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 13 წევრი – 7 არასრულწლოვანია

Published on

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს.

ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთაგან შვიდი არასრულწლოვანია.

ისინი განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირბზე, დაკავებულთაგან 7 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, ამავე სისხლის სამარტლის საქმეზე მიმდიანრე გამოძიების ფარგლებში ანალოგიურ დანაშაულებაში ბრალდებულ, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ კიდევ 4 პირს, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძვლეზე დამატებით ბრალი ჯგუფური ძალადობის ოპრგანიზების და მონწაილეობის ფაქტებზე წარედგინებათ.

სამართალდამცველების მიერ, რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ძლადობრივი დაჯგუფების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით. ცნობადობის მოხვეჭის, ფაშისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისა და ნეონაცისტური ქსელის წარმომადგენლების გავლენების გაზრდის მიზნით, ისინი რადიკალურ დამოკიდებულებას იჩენდნენ მსხვერპლთა მიმართ და გასნაკუთრებული სისასტიკით, სხვადასხვა ბლაგვი და ბასრი საგნის გამოყენებით, მათ შორის ხელკეტებით და ე.წ. კასტეტებით სამიზნე ობიექტებზე ძალადობდნენ, გასნაკუთრებით სასტიკად უსწორდებოდნენ მათ, ვინც ფაშისტურ იდეოლოგიას არ იზიარებდა. გარდა ამისა, მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების დროს, რადიკალური დაჯგუფების წევრები, მათ ძარცვავდნენ და გარკვეული რაოდენობის თანხებს სძალავდნენ.

დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, წამების, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე მიზანმიმართულად აქვეყნებდნენ.

აღსანიშნავია, რომ ინტერესთა კონფლიქტისა და უთანხმოების საფუძველზე, სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები ერთმანეთსაც სასტიკად უსწორდებოდნენ, რაც დასტურდება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით.

აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათამდე პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია მათი კუთვნილი ცეცხლსასროლი, ხმოვანი და ცივი იარაღები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, მობილური ტელეფონები, ნიღბები და სხვადასხვა ელექტრონული ტექნიკა.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა, 225-ე, 178-ე, 181-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ წამებას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას, ძალადობის ორგანიზებას, ძარცვასა და გამოძალვას გულისხმობს – დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი ანალოგიური ბრალდებით სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლებიც სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მათთან ერთად, ასევე, დაკავებულია სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების კიდევ 24 წევრი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ბრძოლას ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივი ჯგუფების წინააღმდეგ. საზოგადოების თითოეულ წევრს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მსგავსი დანაშაულების სულ მცირე ნიშნების არსებობისას, დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ, რათა თავიდან ავიცილოთ სასტიკი მოპყრობა არასრულწლოვანთა მიმართ და მსგავსი იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებს შორის.

აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, წარმატებულად ჩატარებული ღონისძიებისთვის“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სიახლეები

ზელენსკი- კიევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს

იევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს , - ამის შესახებ...

სემეკმა დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო – ნარმანია დენის ტარიფის გაძვირებაზე

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის “უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის...

დავით გაბაიძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

აჭარის უმაღლესი სამჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით დავით გაბაიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მსურს, განვაცხადო აჭარის...

NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა – ხოშტარია

ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა, - ამის შესახებ “დროას“ დაპატიმრებული ლიდერის, ელენე ხოშტარიას...