მთავარისიახლეებინარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის...

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

Published on

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა – ინფორმაცია თურქულ მედიაში გავრცელდა.
აღნიშნულს, ეხმაურება თავად მსახიობი, რომლის თქმითაც, ამჟამად თურქეთში არ იმყოფება და სჯერა, რომ ყველაფერი გაირკვევა.
„განათლების მიღების მიზნით, დაახლოებით ერთი თვეა, საზღვარგარეთ ვიმყოფები.
თქვენს მსგავსად, გუშინ საღამოს, მეც პრესიდან შევიტყვე ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.
როგორც კი ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ.
მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ენდობა საკუთარ სახელმწიფოს და აქვს თურქული სამართლის მიმართ რწმენა.
მჯერა, რომ სიტუაცია უმოკლეს დროში გაირკვევა”, – წერს ჰანდე ერჩელი სოციალურ ქსელში.
თურქეთში ამავე საქმეზე დაკავების ორდერი ჯამში 16 პირზე გაიცა, ხოლო დაკავებულები არიან საფეხბურთო კლუბ ,,ბეშიქთაშის” ყოფილი პრეზიდენტი, ფიკრეტ ორმანი, ,,გალათასარაის” ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ასევე ბიზნესმენები ჰაკან და ქერიმ საბანჯები და სხვები – ჯამში, 14 პირი.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...