ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სწავლას ერთდროულად დაასრულებენ, რაც უმაღლეს განათლებაში მსურველთა რაოდენობას ერთდროულად გაზრდის.
ცვლილებები შეეხება მაგისტრატურის საფეხურსაც. როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაკალავრო პროგრამების დიდი ნაწილი უკვე გადავიდა 3-წლიან მოდელზე, რის შედეგადაც 2027-2028 სასწავლო წელს ბაკალავრიატს ერთდროულად დაასრულებს როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა. შესაბამისად, გაიზრდება მოთხოვნა სამაგისტრო პროგრამებზეც.
„2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება,“ — აცხადებენ განათლების სამინისტროში.
რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების სტრუქტურაც. საშუალო საფეხური განისაზღვრება X-XI კლასებით, ხოლო მე-12 კლასი არჩევით საფეხურად ჩამოყალიბდება.