მთავარისიახლეებისაზოგადოებაელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

Published on

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“ელენე ციხეშია იმიტომ, რომ არ აღიარებს ქართული ოცნების უსამართლო წესრიგს, არ ცნობს მის ლეგიტიმაციას და არ ემორჩილება მას. ის ისჯება არა ქმედებისთვის, არამედ პოზიციისთვის” – ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს ელენე ხოშტარია მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა არ არის, ის იქცა თავისუფალი ადამიანის სიმბოლოდ, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და არ ჩუმდება მაშინ, როცა სისტემა დუმილს ითხოვს. ის არის ქალი, რომელიც ბრძოლას ირჩევს მაშინაც კი, როცა ამის ფასი პირადი თავისუფლებაა. ამით აცოცხლებს ქართველი ქალის იმ სახეს, რომელსაც ჩვენი ისტორია ყოველთვის იცნობდა – გაუტეხავს, მებრძოლსა და ღირსების დამცველს.

ოთხი შვილის დედისთვის წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა. ეს არალეგიტიმური ხელისუფლების ღრმა მორალური კრიზისის მკაფიო გამოხატულებაა.

ელენესთვის პატიმრობა ბანერის დაზიანების გამო არ მიუსჯია რეჟიმს. ელენე ციხეშია იმიტომ, რომ არ აღიარებს ქართული ოცნების უსამართლო წესრიგს, არ ცნობს მის ლეგიტიმაციას და არ ემორჩილება მას. ის ისჯება არა ქმედებისთვის, არამედ პოზიციისთვის.

მის მიმართ გამოტანილი განაჩენი სამართალი არ არის, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება რეჟიმს და არა კანონს. პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლესაც, რომელმაც სამართლის დაცვას მისი უგულებელყოფა არჩია. ისტორია ამ პერიოდს შეაფასებს, როგორც მორალისგან დაცლილი პოლიტიკისა და მორჩილების ეპოქას.

ელენეს საქმე დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს. ევროპარლამენტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ელენე ხოშტარიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ბრალდებები – უსაფუძვლო, ხოლო მის მიმართ მოპყრობა – დამამცირებელი და არაჰუმანური.

ელენეს დაპატიმრებით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ნამდვილ სახეს. ეს არის რეჟიმი რომელსაც ეშინია მისი ძალაუფლების არაღიარების, ხოლო ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ ძალადობრივ და დანაშაულებრივ გზას მიმართავს.

ელენე დღეს წერს საქართველოს ისტორიას. ხოლო ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გვერდით ვდგავართ ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ელენესთვის, ყველა პოლიტპატიმრისთვის და თავისუფლება ჩამორთმეული თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს ღირსეული მომავლისათვის” – წერია ქალი პოლიტიკოსების ერთობლივ განცხადებაში.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...