მთავარისიახლეებისაზოგადოებასიონის საპატრიარქო ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია

სიონის საპატრიარქო ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია

Published on

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, პატივის მისაგებად მოქალაქეები დილიდან მიდიან.

ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია. სწორედ ამ პერიოდშია შესაძლებელი მოქალაქეებმა მოილოცონ კათოლიკოს-პატრიარქის განსასვენებელი.

დღეს მორწმუნე საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში, მობრძანდეს და პატივი მიაგოს მის საფლავს. თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები. ტაძარი, დაახლოებით, 20:00 საათამდე ღია იქნება და მორწმუნე საზოგადოებას საშუალება ექნება, რომ პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს.

მოქალაქეები გუშინაც იყვნენ, მას შემდეგ, რაც დაიკრძალა. ყველასი არა, მაგრამ გარკვეული ნაკადის შესვლა შესაძლებელი გახდა. უშუალოდ საფლავთან მიახლება ვერ მოხდება, იმის გამო, რომ საფლავი ჯერ მოსაწესრიგებელია, თუმცა მორწმუნე საზოგადოებას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიუახლოვდეს საფლავს და პატივისცემა გამოხატოს უწმინდესის საფლავის მიმართ.

სიონის საკათედრო ტაძრის მიმართ მის უწმინდესობას ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება იქიდან გამომდინარე, რომ მისი მოღვაწეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მას უკავშირდება“,- განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, გიორგი ვაშალომიძემ.

ამასთან, როგორც მღვდელმა საბა გაზდელიანმა ჟურნალისტებს სიონის საპატრიარქო ტაძარში განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 40 დღის განმავლობაში სიონის საპატრიარქო ტაძარში სასულიერო პირები პანაშვიდს გადაუხდიან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

სიახლეები

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...

ტრამპი ირანს ულტიმატუმს უყენებს და ელექტროსადგურებზე დარტყმით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ახალი ულტიმატუმი წაუყენა — იგი ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნას...

გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა 23...

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...