მთავარისიახლეებისაზოგადოებადღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს - მეუფე ნიკოლოზი

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

Published on

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა. მაღალი იერარქის მოსაზრებით არსებობს ყველა ნიშანი იმისთვის, რომ ილია მეორე ერთ დღეს წმინდანად შეირაცხოს.

რატომ არის კიდეც მნიშვნელოვანი, მასთან ახლოს მისვლა და შეხება მის სხეულთან და საფლავთან – არ არის შორს ის დღე, როდესაც ჩვენ დავაყენებთ საკითხს მისი უწმინდესობის კანონიზაციის შესახებ. და ეს არგუმენტი, გარდა იმისა, რომ წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანი არის საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, გარდა ამისა, უკვე არის ასეთი შემთხვევები – განკურნების, სასწაულების მოხდენი. მიდით და სთხოვეთ და შეგისრულებთ. ნახავთ, თუ ასე არ იქნება”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...