მთავარისიახლეებიზუგდიდის აქციების მედროშეს შალვა ესართიას, მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლით...

ზუგდიდის აქციების მედროშეს შალვა ესართიას, მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლით გაასამართლებენ

Published on

ზუგდიდში საპროტესტო აქციების მონაწილე შალვა ესართიას და წერს, რომ მის ძმა მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის 353 მუხლით გაასამართლებენ

ესართიას პროცესი დღეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა თამარ კანკავა აღნიშნავს, რომ დილით დაურეკეს და აცნობეს, რომ პროცესი 19 მარტს არ ჩატარდება.

“დილის 7 საათზე შეგვატყობინეს, რომ ჩემი ძმის შალვა ესართიას სასამართლო პროცესი დღეს არ შედგება.
მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის 353 მუხლით გაასამართლებენ.” – წერს თამარ კანკავა სოციალურ ქსელში.

ზუგდიდში საპროტესტო აქციების მონაწილე შალვა ესართია 17 მარტს დააკავეს.

სისხლის სამართლის 353 მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...