დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან დასრულდება.
ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
დღეს, 19 მარტს, საღამოს 20:00 საათზე, პატრიარქის ნათლულები აწყობენ ფეხით მსვლელობას ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე, – წერს საპატრიარქო.