მთავარისიახლეებისაზოგადოებააბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

Published on

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.

პირველ ინსტანციაში გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2025 წლის 15 აგვისტოს გამოიტანა. აბრამოვი მაშინ დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ -გიორგი კერატიშვილის, ნინო ჩახნაშვილისა და ბესიკ ბუგიანაშვილის შემადგენლობით.

22 წლის თევდორე აბრამოვი დეკემბერში დააკავეს. მას პროკურატურა 4.41548 გრამი MDMA-ის ფლობას ედავებოდა. ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბრამოვი დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

სიახლეები

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...

ზუგდიდის აქციების მედროშეს შალვა ესართიას, მუხლი გადაუკვალიფიცირეს და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლით გაასამართლებენ

ზუგდიდში საპროტესტო აქციების მონაწილე შალვა ესართიას და წერს, რომ მის ძმა მუხლი გადაუკვალიფიცირეს და...