მთავარისიახლეებიუცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

Published on

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს: აზერბაიჯანის, ბელორუსის, გერმანიის, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის – მოქალაქეები.

გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, გერმანიის, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, ინდოეთის, კონგოს, ნიგერიის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის – ჯამში 78 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ,” – წერია განცხადებაში.

სიახლეები

შსს-აჭარაში, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს

გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივუი სპეცოპერაციის...

მოკლულია ირანის “ბასიჯის” დანაყოფის მეთაური-IDF

მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) გასამხედროებული "ბასიჯის" დანაყოფის მეთაური, ღოლამრეზა სოლეიმანი - ამის...

განზრახ მკვლელობის, გაუპატიურებისა და ოჯახში ძალადობის გამო ხაშურელ კაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, გაუპატიურების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული გორის რაიონულმა სასამართლომ...

დარტყმა ქაბულის კლინიკაზე – პაკისტანი მასთან კავშირს უარყოფს

ავღანეთის მმართველმა თალიბანმა განაცხადა, რომ პაკისტანის ჯარებმა ქაბულში ავიაიერიში მიიტანეს ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა სარეაბილიტაციო კლინიკაზე....