მთავარისიახლეებისაზოგადოებაპატრიარქის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს

პატრიარქის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს

Published on

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს. ამის შესახებ ინფორმაცია კონსილიუმის წევრებმა სასულიერო პირებს მიაწოდეს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში თურქი ექიმი/ექიმების ჯგუფი უკვე მოემგზავრება.

ინფორმაციას, რომ მკურნალობაში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან, აქვს დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილსაც:

მედ-პერსონალი შეხვდა საზოგადოებას, სადაც იყვნენ, როგორც სასულიერო პირები, ისე საერო ადამიანები და განაცხადეს, რომ მდგომარეობა სამწუხაროდ არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო, ადამიანური რესურსი არის ჩართული ამ განკურნების სასწაულებრივი გამოსწორების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ ელოდებიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს/ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან, რომლებიც მოდიან საქართველოში, რათა მათ თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეხედონ არსებულ სიტუაციას და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

დიახ, იქ იყო მინისტრიც და აქამდე თუ იყო საეჭვო მოდიან თუ არა, ახლა ჩვენ შეგვიძლია მათზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ მათ ეს თვითონვე განაცხადეს, რომ ელოდებიან, რომ ჩართონ. ეს მოხდა დაახლოებით 10-15 წუთის წინ,” – აცხადებს დეკანოზი თეიმურაზი (თათარაშვილი).

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...