მთავარისიახლეებისაზოგადოებაირაკლი კობახიძემ გადაიფიქრა საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა

ირაკლი კობახიძემ გადაიფიქრა საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა

Published on

ირაკლი კობახიძემ გადაიფიქრა საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა – შესაბამისი განცხადება “ქართული ოცნების” ლიდერმა მთავრობის სხდომაზე გაკეთა

მისი თქმით, გადაწყვეტილებაში კორექტირება შევა. კერძოდ, ირაკლი კობახიძის თანახმად, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი კუბზე.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა კორექტირება შევიტანოთ ამ გადაყვეტილებაში, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6-ზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული 1 კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზის ტარიფით.

ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე. სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესამსისი კერძო სუბიექტების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს” -განაცხადა კობახიძემ.

მიმდინარე წლის 12 თებერვალს ირაკლი კობახიძემგანაცხადა, რომ 1-ელი აპრილიდან აიკრძალებოდა 6 წელზე მეტი ასაკის მქონე ავტომობილების იმპორტი. გადაწყვეტილებას ავტოიმპორტიორებისა და მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლით, 6 წელზე ძველი ავტომობილის შემოყვანის ტარიფი 1სმ3 0,8 ლარიდან 2,4 ლარამდეა. [ფასისიძველის მიხედვით იზრდება].

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...