მთავარისიახლეებიმსოფლიოირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის ფონზე ბარელი ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბა

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის ფონზე ბარელი ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბა

Published on

ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებების გამო 8 მარტს ბარელი ნავთობის ფასი $100 დოლარს გადასცდა, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ნიშნულის ამ დონემდე ზრდის პირველი შემთხვევაა.

ნავთობის წარმოებისა და გადაზიდვის მხრივ შექმნილი პრობლემების გამო Brent-ის ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა $107-ს მიაღწია, რაც 16.5%-იანი ზრდაა პარასკევთან შედარებით, როცა ნავთობის ფიუჩერსებით ვაჭრობის შეწყვეტის შემდეგ Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $92.69 იყო.

ამასთან, 16.9%-ით გაიზარდა ამერიკული West Texas Internediate-ის ფიუჩერსების ფასმაც, რამაც ბარელზე $106.22 შეადგინა პარასკევის $90.90-თან შედარებით.

ბოლო დღის ზრდას წინ უძღოდა გასულ კვირას Brent-ისა და WTI-ის, შესაბამისად, 28%-იანი და 36%-იანი ზრდა.

ნავთობის ფასის ზრდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტითაა გამოწვეული, რასაც ბუნებრივი აირისა და ნავთობის წარმოების გართულებასთან ერთად, გავლენა აქვს სპარსეთის ყურის გავლით მათ გადაზიდვაზეც.

Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.

თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი.

მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.

იერიშების შედეგად ხამენეის მოკვლის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მომდევნო ლიდერის არჩევაში აშშ-ც უნდა იყოს ჩართული. ტრამპის თქმით, ცუდი იქნება, თუ ირანში ძალაუფლებას ჩაიგდებს ადამიანი, რომელიც “წინასავით ცუდი იქნება” და რამდენიმე დღის შემდეგ დაამატა, რომ ირანთან “უპირობო დანებების გარდა არანაირი შეთანხმება არ იქნება.”

“უპირობო დანებების გარდა ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება! ამისა და დიდებული და მისაღები ლიდერის (ლიდერების) არჩევის შემდეგ, ჩვენ და ბევრი ჩვენი შესანიშნავი და ძალიან მამაცი მოკავშირე და პარტნიორი დაუღალავად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ირანი განადგურების ზღვარზე მყოფი მდგომარეობიდან დავაბრუნოთ და ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გავხადოთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ირანს დიდი მომავალი ექნება” – დაწერა ტრამპმა 6 მარტს.

სიახლეები

დააკავეს 32 წლის კაცი, რომელმაც ოჯახის წევრი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. ევროპარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით, განხილვის თემა...

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...