მთავარისიახლეებიპოლიტიკარა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

Published on

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, “პოს ტვ”-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და წამყვანი შალვა რამიშვილი ამბობს, რომ მისი გულწრფელი აზრით, ბიძინა ივანიშვილი უნაკლო არ არის, მაგრამ ნაკლი არა აქვს. 

“რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არ აქვს. არ აქვს! უნაკლო კი არ არის, ნაკლი არ აქვს. ბიძინას ცუდი რა შეიძლება ვთქვა იცი? გულწრფელად გეუბნები – ლმობიერი იყო ძალიან ამდენი ხანი ამათ მიმართ. ის, რომ შენს ოპოზიციას ისე არ უნდა მოექცე, როგორც მას ეკუთვნის, არამედ როგორც ჩვენ გვეკადრება – ეს არ იყო სწორი.
ნუ, ალბათ, რიგი გარემოებები აიძულებდა ამ კოჰაბიტაციას – ამან ბევრი რამე დაგვიშავა, თორემ ახლა, ამ კრიტიკულ სიტუაციაში, როცა ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძვით – რა ნაკლზეა საუბარი? სცილას და ქარიბდას შორის გაატარა ქვეყანა. გულწრფელად მჯერა – მე ასე რომ არ მჯეროდეს, მე ამდენ გინებას, ამდენ ბულინგს ასე იოლად ვერ გავუძლებდი. ამ ბრძოლაში, რაც მიდის დაახლოებით 5 თუ 6 წელი, მას არანაირი ნაკლი არ აქვს. პირიქით, მე შეიძლება სხვანაირად მინდა, მინდა ასე სწრაფად, მინდა რომ დედა ვუტიროთ, მაგრამ აი ასე რომ მიდის – ამხელა რაღაცებს რომ ეჭიდება, ადამიანს არ აქვს ნაკლი”, – თქვა “ქართული ოცნების” პროპაგანდისტმა შალვა რამიშვილმა გადაცემაში “საქართველოს დაბადება”.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...