აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს.
“ფრონტზე ძალიან კარგად ვმოქმედებთ. ვიღაცამ მკითხა, 10-ქულიანი შკალით რამდენით შეაფასებდითო? – მე ვუპასუხე, რომ დაახლოებით, 15-ით. კარგად მუშაობას გავაგრძელებთ – უდავოდ, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო არმია გვყავს. ჩვენ ახლა ძალიან ძლიერ პოზიციაში ვართ, ეს სამხედრო ძალის შესანიშნავი დემონსტრირებაა. მათი რაკეტები და გამშვები მოწყობილებები სწრაფად ნადგურდება […] მათი ლიდერობა სწრაფად ქრება, ყველა, ვისაც მათი ლიდერობა სურს, საბოლოოდ, კვდება […]
თუ მათ 2 კვირაში არ დავარტყამდით, ბირთვული იარაღი ექნებოდათ. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მათთვის რომ არ შეგვეტია, ბირთვული იარაღი ექნებოდათ. როცა შეშლილ ადამიანებს ბირთვული იარაღი აქვთ, ცუდი რაღაცები ხდება”. – თქვა დონალდ ტრამპმა.