მთავარისიახლეებიგინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

Published on

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის ნოემბერსა და 2025 წლის იანვარს საქართველოში ჩატარებულ ვიზიტებზე.

ანგარიშის ნაწილი საპროტესტო აქციებზე დაკავებულების პოლიციის მხრიდან მოპყრობას ეხება.

“[დემონსტრანტებს] აკავებდნენ რამდენიმე თანამშრომლისგან შემდგარი ჯგუფებით (ზოგჯერ 10 ან მეტიც). [პოლიციელები] გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს სხეულზე განურჩევლად ყველგან ურტყამდნენ (მათ შორის სახესა და თავზე), აგინებდნენ და ემუქრებოდნენ (მათ შორის გაუპატიურებით), მაშინ როცა აღნიშნული პირები წინააღმდეგობას არ უწევდნენ და სრულად პოლიციის კონტროლის ქვეშ იყვნენ (ზოგ შემთხვევაში მიწაზე მწოლიარე მდგომარეობაშიც). ცემა, გავრცელებული ინფორმაციით, განმეორებითი იყო, ერთდროულად რამდენიმე თანამშრომლის მიერ (ზოგჯერ მონაცვლეობითაც), მათ შორის მაშინაც, როდესაც დაკავებულებს ხელები ზურგს უკან ჰქონდათ შეკრული,” – წერია CPT-ს ანგარიშში.

CPT საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანების დაკავებისას პოლიციამ გამოიყენოს “მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული ძალა.”

სიახლეები

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...

ბოლო 48 საათში ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი დავაკავეთ – შსს

ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ბოლო 48 საათში, თბილისსა და რეგიონებში დააკავეს...

ელისო კილაძეს 9 -დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის ცნობით, ელისო კილაძე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით არის...