მთავარისიახლეებისტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

Published on

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის პასუხად ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა NGO-ებს, ოპოზიციის ლიდერების მიზანში იღებს.

“გაერთიანებული სამეფო მტკიცედ აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული თავისუფლებების მიმართ. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონმდებლობა კვლავ მიზანში იღებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის ლიდერებსა და დამოუკიდებელ ხმებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

გაერთიანებულმა სამეფომ დააწესა მიზნობრივი სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, მოსამართლეებზე თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის, აგრეთვე მაღალჩინოსნებზე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს. ვერ გავაკეთებ კომენტარს შესაძლო სამომავლო სანქციების გამოყენებაზე, რადგან ამან შეიძლება შეასუსტოს მათი ეფექტიანობა”, – წერს ის.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...