მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

Published on

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” 30-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში, რაც რეგიონში ტერორისტული ქსელის წინააღმდეგ “დაუნდობელი სამხედრო წნეხის” გაგრძელებაა.

ცენტრალური სარდლობის მიხედვით, აშშ-ს ძალებმა ISIS-ის ინფრასტრუქტურასა და იარაღის საწყობებზე იერიშები 3 თებერვლიდან 12 თებერვლამდე პერიოდში მიიტანეს.

აღნიშნული იერიშები ნაწილია იმ ოპერაციის, რომელიც დეკემბერში აშშ-სა და სირიის ძალებზე მომხდარი თავდასხმის პასუხად აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 დეკემბერს გამოაცხადა. 

ცნობისთვის, 13 დეკემბერს სირიის უძველეს ქალაქ პალმირასთან ერთობლივი პატრულირების დროს სირიისა და აშშ-ს ძალებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ორი ამერიკელი სამხედრო და თარჯიმანი დაიღუპა. მოგვიანებით ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ISIS-ის თავდასხმაზე პასუხი “ძალიან სერიოზული” იქნებოდა. 

-ტაბულა-

სიახლეები

მოჯთაფა ხამენეი კომაშია – ირანის ახალ სულიერ ლიდერს ყუმში მკურნალობენ

ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და მას ქალაქ ყუმში მკურნალობენ, -...

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...