მთავარისიახლეებისაზოგადოებამოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

Published on

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან – მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს სასჯელის ზომად უვადო პატიმრობა განესაზღვროს.

აფხაზავას ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ხაჩატურიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში მარტო ვერ იმოქმედებდა და აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველი. აქციის პარალელურად ზუგდიდის სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ნათია ხაჩატურიანის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დასასწრებად ჩამოსულები არიან გერმანიის მოქალაქეები. ისინი მოითხოვენ რომ კანონის დაცვით წარიმართოს საქმის განხილვა.

ზუგდიდში მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახი დარწმუნებულია, რომ 42 წლის ქალი ფულის გამო ჯგუფურად მოკლეს, რადგან წლებით ნაგროვები თანხის მითვისებაში მის ახლო მეგობარს დასდო ბრალი. აფხაზავები დარწმუნებულები, რომ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნათია ხაჩატურიანს დაქალი მარტოს არ მოუკლავს და დანაშული ჯგუფურად ჩაიდინა. 42 წლის ნათია აფხაზავას 41 შემავალი ჭრილობა ორი დანით ჰქონდა მიყენებული. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს სისასტიკე მხოლოდ 34 წლის ნათია ხაჩატურიანმა ჩაიდინა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო მასალაზე, რომელიც “შაბათის ეთერმა” მოიპოვა, ნათლად ჩანს წამების კვალი. მოკლულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მკვლელს მეუღლე და დედამთილი ეხმარებოდნენ, გამოძიება კი მათ ხელს არ კიდებს, რადგან, უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულის ქმარი ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ნიკა სოხაძეა. შემთხვევა ზუგდიდში 13 აგვისტოს მოხდა.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...