მთავარისიახლეებისაზოგადოებაავალიანის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს

ავალიანის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს

Published on

ახალი ბრალი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს – მოზარდების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს. 

გუშინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული მოზარდები სხვა ჯგუფურ ძალადობას აორგანიზებდნენ და შემდეგ მასში იღებდნენ მონაწილეობას. უწყებამ გაავრცელა კადრებიც.

ერთ-ერთი დაკავებულის მამა ამბობს, რომ ახალი სისხლის სამართლის საქმის მასლები გუშნ გვიან ღამით გადაეცათ, თუმცა მასში მისი შვილი ვერ ამოიცნო.

გუშინ გვიან ღამით მოგვცემს საქმის მასალები, მარა რასაც გადავხედე იქ ჩემი ბავშვი არ არის. მე ჩხუბის ვიდეოები ვნახე და იქ ჩემი შვილი არ არის. არ არის და იმიტომ ვერ ამოვიცანი. არცერთ ეპიზოდში არ არის, ბრალი წარუდგინეს კი და პროვცესი იწყება თავიდან ფაქტიურად და პროცესი იქნება აღკვეთი ღონისძების გადასაწყვეტად, მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ციხეში არიან. დაზარალებული ადვოკატს ჯერ არავინ არ უნახია, როგორც ჩანს არც არიან. 100 პროცენტით თუ არა 95%-ით გეუბნებით, ამ მასალაში, რაც მოგვცეს, ჯერ არ შეგვხვედრია”, – აცხადებს ალექსანდრე გაბაშვილი.

რაც შეეხება ავალიანი ეპიზოდში ბრალდების დამძიმებას, მიგვაჩნია, რომ არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, იმიტომ, რომ საქმე უკვე სასამართლოშია და ამ ეპიზოდში არ ითვალისწინებს კანონდარღვევას. რაც შეეხება ახალ ბრალს, გადმოგვეცა მასალები, საკმაოდ მოცულობითია და გავეცნობით. ვიდეოში რა თქმა უნდა ფიგურირებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. დეტალებზე, რას ამბობს, ახლა თავს შევიკავებ. მასალები არის ძალიან ბევრი და დეტალურად არ ვიცნობ, როამდენ ეპიზოდში ფიგურირებს”, – ამბობს გ.რ-ს ადვოკატი, კახა წერეთელი.

პროკურატურა მასწავლებლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 4 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება.

საგამოძიებო უწყებაში თქვეს, რომ მათ მოიპოვეს და გაავრცელეს ავალიანის საქმეზე ბრალდებულების – ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდების ამსახველი ვიდეო.

კადრში ახალგაზრდა რომელსაც თან სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღი აქვს.

გამოძიება ამტკიცებს, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

სიახლეები

„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გულორდავა „მედიაჩეკერთან“...

სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს...

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...