მთავარისიახლეებისაზოგადოებაიქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? - ნიკა...

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

Published on

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება მოიპოვება მხოლოდ – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

პოლიტიკოსი ხსნის როგორი უნდა იყოს ბრალის დადგენილება, როგორ უნდა იყოს ის დაწერილი და ასკვნის: „საერთოდ არაფერი არ არის“.

რა არის ირიბი მტკიცებულება? – ვიღაცა პოლიციელი ამბობს, რომ იქ იდგა, მე ვამბობ, რომ ვიდექი, მაგრამ ეს ორი პოლიციელი ამასაც არ იძახის.

…ამბობს, რომ რამდენიმე ადამიან იდგა, სავარაუდოდ ნიკა გვარამიაც და არ გამიგონია რს ლაპარაკობდაო და ამ რამდენიმეუცნობიან განტოლებაში ბრალი როგორ უნდა წამიყენოთ?“, – ამბობს ნიკა გვარამია და მოსამართლეს ეკითხება, თუ შეუწყვეტია როდესმე საქმე წსს-ს ეტაპზე.

მისი თქმით, იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში და კითხულობს, როგორ ამოიცნოს თავი?იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში და როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში?
… ჯერ საერთოდ რატომ არ ვარ დაკითხული, იქნებ რას ვამბობ, იქნებ უარვყოფ, რომ იქ ვიყავი იმ დროს, რომელ დროს ეგ რომ არ იცით…იქნებ თბილისში არ ვიყავი, მაგრამ რიცხვიც არ გაქვთ ჩაწერილი, იქნებ მართლა არ ვიყავი საქართველოში და ვაიდა არ ააცილოთ…განაჩენი არის მოსაზრება, ეს მოსაზრებაც არ წარმოშობს ჩემი ბრალის წინაპირობას, არ ამბობენ ეს პოლიციელები, რომ ეს კაცი აუცილებლად აქ იდგა და ამას ამბობდაო, ფრაზაც კი არ წერია, რაზე ვიდაო, რა ვთქვი არ წერია, სად ვიდექი არ წერია, როდის ვიდექი არ წერია, ჩემი პარამეტრები არამგონია საინტერესო იყოს…“, – ამბობს გვარამია. [რადიოთავსიუფლების] მიხედვით.

ვის რას ედავება პროკურატურა:

მიხეილ სააკაშვილი – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გიორგი ვაშაძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...