მთავარისიახლეებიეკონომიკაევროპის დიდ ქალაქებში "ერთი უბანი-ერთი მარკეტი" პრინციპი მუშაობს - ქვრივიშვილი

ევროპის დიდ ქალაქებში “ერთი უბანი-ერთი მარკეტი” პრინციპი მუშაობს – ქვრივიშვილი

Published on

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ ევროპის ყველა დიდ ქალაქში ურბანული დაგეგმარების პრინციპია და ერთი უბანი-ერთი მარკეტის პირინციპით მუშაობს:

“ერთი უბანი ერთი მარკეტის პრინციპი მუშაობს ამდაგვარად, რომ ერთი მხრივ, ცენტრალურ უბნებში მეტ-ნაკლებად უფრო წახალისებულია ადგილობრივი ე.წ. უბნის მარკეტები და ცენტრალური ქუჩების გარეთ უკვე უფრო მეტად ვხედავთ ქსელურ მარკეტებს.

ეს, ერთი მხრივ, ჯანსაღ კონკურენციას ხელს უწყობს, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს გარკვეულწილად მომხმარებლებისთვის შესაძლებლობა, რომ აარჩიოს რომელი მიმართულებით წავიდეს.

მესამე მხრივ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ, იმ რეალობიდან გამომდინარე, რა რეალობაც დღეს ჩვენს ქართულ ბაზარზე არსებობს, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ძალიან სწორი პრაქტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება უკვე საერთაშორისო არეალზე არსებობდეს, სწორი ადაპტირებით მოხდეს ჩვენს ქვეყანაზე იმისთვის, რომ დავიცვათ აი, ეს ბალანსი, რომ ბიზნესმა განაგრძოს თავისუფლად ბიზნესის კეთება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოთ და ჩვენი მოსახლეობისთვის გაიაფდეს პირველადი საჭიროების პროდუქცია”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...