მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი - თაზო...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი – თაზო დათუნაშვილი

Published on

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი – ეს არის ერთადერთი რეალური შანსი, რომ საქართველომ მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა და საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვის რეალური, ქმედითი ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ევროკომისიის კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დათუნაშვილი აღნიშნავს, ამ კვლევაში საქართველოს როლი გამოკვეთილია ცალკე და მნიშვნელოვნად, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ევროკავშირისთვის ეკონომიკური უსაფრთხოების და შუა დერეფნის განვითარების კუთხით.

„ანაკლიას შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და შუა დერეფანში მისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოოს“ – ეს არის ამონარიდი ევროკომისიის ახალი მეტა კვლევიდან, რომელიც ეხება ევროკავშირის ეკონომიკურ თუ სტრატეგიულ უსაფრთხოებას.

ამ კვლევაში საქართველოს როლი გამოკვეთილია ცალკე და მნიშვნელოვნად, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ევროკავშირისთვის ეკონომიკური უსაფრთხოების, შუა დერეფნის განვითარების და როგორც ერთ-ერთი მთავარი მიწოდების არხი ევროკავშირში აზიური ტვირთებისა, ცენტრალური აზიის და სხვა ტვირთების.

ამ კვლევის ფონზე, დღეს იწყება ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად ამიერკავკასიაში და ეს ვიზიტი ჩაივლის ისე, შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის დელეგაცია მთლიანად გვერდს აუვლის საქართველოს. საქართველოში ჯეი დი ვანსი არ ჩამოვა. საქართველოს შეწყვეტილი აქვს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მტრად აცხადებს შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს.

უსაფრთხოების ახალ სურათში, რომელიც იხატება, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამ ქვეყანას ალაგებს მსოფლიოს ისტორიაში და დღეს ყველაზე პირსისხლიან გლობალურ ძალასთან, რუსეთთან ერთად. ის ახდენს ჩვენს იზოლაციას. რკინის ფარდა დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ დაეშვება რუსეთსა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის, საქართველოს მოქმედი, მოღალატეობრივი ხელისუფლება კი ამ რკინის ფარდის დაშვებას აპირებს საქართველოს საზღვრების ქვემოთ, რაც საქართველოს მოაქცევს რუსულ იზოლაციონიზმში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო იქნება, სარკინიგზო თუ საგზაო, ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის მიმართული ტვირთები და ის ტვირთები, რომლებიც ევროკავშირის და აზიისკენ მიდიან, უსაფრთხო გზას გაივლიან.

ეს არის ერთადერთი რეალური შანსი, რომ საქართველომ მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა და საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვის რეალური, ქმედითი ნაწილი გახდეს.

ამ უკიდურესი სიღარიბიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა არის ამ ქვეყნის ჩართვა საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვში, ანაკლიის პორტის გარეშე კი ეს უბრალოდ აუსრულებელი ოცნება იქნება თაობებისთვის“,- აღნიშნავს დათუნაშვილი.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში ვხედავთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დაუღალავ, გაუთავებელ მცდელობას, რომ საქართველოს დააკარგვინოს ყველა საერთაშორისო როლი“.

„საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საქართველოს როლს არ საზღვრავს არც ევროკავშირში და არც დასავლურ სამყაროში. ჩუმად, იზოლაციონიზმით, უბინძურესი პროპაგანდით საქართველო ხდება არა სუვერენული ავტოკრატია, არამედ ჩვეულებრივი სატელიტი, ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც პუტინის რეჟიმი თავის გარშემო ქმნის იმისთვის, რომ ბუფერული ზონა შეიქმნას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს როლი განსაზღვრა რუსეთის ბუფერულ ზონად მაშინ, როდესაც ევროკავშირი წერს ამ კვლევაში, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გზა ეკონომიკური განვითარებისა შუა დერეფანში და შეერთებული შტატები ამიერკავკასიაზე უდიდეს იმედს ამყარებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დერეფანზე.

საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ის დერეფანი, რომელზეც ახლა მიდის საუბარი, სრულფასოვანი ვერ იქნება საქართველოს გარეშე.

ის ტყუილი, რომელშიც ახლა „ქართული ოცნება“ გაცხოვრებთ და გეუბნებათ, რომ თურმე საქართველოს როლი გლობალურ თამაშში არ აქვს და ჩუმად უნდა იყოს, არის ის უბედურება, რომელსაც ჩვენი და შემდგომი თაობები ამ ქვეყნის წინაშე ძალიან მწვავედ ვიზღვევთ.

პირველი: მნიშვნელოვანია სასწრაფო ცვლილება იმისთვის, რომ საქართველო გაჩნდეს მსოფლიო ვაჭრობის რუკაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

მეორე: საქართველომ აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი.

მესამე: დასრულდეს ის საგარეო იზოლაცია, რომელიც ამ ცვლილებების და გარდამტეხ ეპოქაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, საქართველოს აქცევს მთლიანად ერთ ვიწრო პროვინციად რუსეთის იმპერიის ქვეშ”, – აღნიშნავს დათუნაშვილი.

შეგახსენებთ, ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის კვლევაში აღნიშნულია, რომ “ჩინეთიდან ევროპისკენ გზაზე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს”

კვლევის ფარგლებში ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.ასევე, კვლევაში საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებაც.დოკუმენტის თანახმად, საქართველოში, ბათუმისა და ფოთის პორტების მოდერნიზაციას, ასევე ანაკლიას ღრმაწყლოვანი პორტის აღდგენას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რათა წყალქვეშა კაბელისთვის და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საჭირო მძიმე აღჭურვილობის გადატანა და მართვა მოხერხდეს.

ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პროექტები, რომელთა განხორციელების რეკომენდაციას მსოფლიო ბანკი და ევროკომისია გასცემს, მათ შორის, ქუთაისის შემოვლითი გზა, ლოჯისტიკური ცენტრი ქუთაისში, კუმისის ლოჯისტიკური ცენტრი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სარკინიგზო დამაკავშირებელი გზა და ა.შ.

სიახლეები

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, შეურაცხყოფას ედავებიან.  "დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო...

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...