მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკას ვერ გატეხავთ - ანზორ მელია

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

Published on

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი “ქართულ ოცნებას” მიმართავს და ეუბნება, რომ როგორც ნიკა, ისე მისი ოჯახი არ გატყდება.

“ერთად გავიმარჯვებთ, ასე დიდ ხანს ვერ გეგრძელდება” – ეუბნება ციხეში გამოკეტილ შვილს პენსიონერი მამა.

ნიკას გატეხვა უნდათ, ნიკას ვერ გატეხავთ. ამ მთავრობას ფსიქოლოგები არ ჰყავს, რომ ნიკას პიროვნება გააანალიზონ?! ასე ვერც ნიკას და ვერც მის მშობლებს გატეხავენ. არათუ ჩვენ, სანდროს [ნიკა მელიას ვაჟი] ვერ გატეხავენ, ისეთი მაგარია სანდრო! უნდათ, ალბათ, როგორც ზურა გირჩი მიიყვანეს დედის გასვენებაში და უკნიდან უჯიკავებდნენ, ისე დაუჯიკავონ ნიკას, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან!

მეუღლე მეცოდება ძალიან, ის ძალიან განიცდის. ნიკა, მაგრად იყავი, ჩვენც მაგრად ვართ. არ გავტყდებით, შენს გვერდით ვართ და შენი ოჯახის გვერდით ვიქნებით ყოველთვის.

მეტირება, მაგრამ ეს, ჩემს სისუსტეზე არ მიანიშნებს – ჩემს სიძლიერეზე ლაპარაკობს.

მაგრად ვიქნები, ვიცი, შენც მაგრად ხარ, იქიდან გვამხნევებს ნიკა. რომ იცოდე რამდენ ადამიანს უყვარხარ – დღეში 10-15 პაციენტს ვიღებ, ეს ის პაციენტები არიან, რომლებიც რაიონიდან ჩამოდიან, ყველანი გლოცავენ. ერთად გავიმარჯვებთ, ასე დიდ ხანს ვერ გეგრძელდება”- თქვა ანზორ მელიამ.

“პირველებმა” ადვოკატზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას ახალ ბრალდებას დღეს წარუდგენენ.

ადვოკატი ამბობს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან.

თორნიკე ქოჩქიანი ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მოსამართლემ პოლიტიკოსი პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა. კონდახაშვილის თქმით, ამ პროცესს თავადაც ესწრებოდა, თუმცა მელიას მხირდან მოსამართლის შეურაწხყოფას ადგილი არ ჰქონია.

სიახლეები

“უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რამშტაინის" ფორმატისა...

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა,...

რუსთავის ციხესთან ქალმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართეს

"დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი...

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...