მთავარისიახლეებისაზოგადოებაეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

Published on

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ახლობლები ავრცელებენ.

ბექა გოცირიძე „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და სინდისის პატიმრების, მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას საქმის ფიგურანტი იყო. მას საქმეში დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

 2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით პოლიციამ პროტესტის ორი აქტიური მონაწილე – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დააკავა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.

მინდიასა და თორნიკეს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით ედებათ.

დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების გასაგონად, მოიხსენიებდა მათ აგდებულად, აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას – ამას მოჰყვა შემდგომ დაპირისპირებაც.

აღსანიშნავია, რომ ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს შეურაცხყოფას აყენებდა თავის ვიდეოებში და არამარტო – ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა.

17 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე სწორედ დაზარალებულის სტატუსის მქონე ბექა გოცირიძე დაიკითხა, რომელმაც თქვა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა ბრალდებულების მიმართ და არ იქნებოდა წინააღმდეგი თუ სასამართლო მათ გირაოს შეუფარდებდა და გათავისუფლდებოდნენ. მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა. 

 

სიახლეები

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...