ევროსასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე უფლებების დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ იურისტი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ცნობით, “ქართულ ოცნებას” ადვოკატისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 000 ევრომდე თანხის გადახდა დაევალა.
ევროსასამართლომ გამოიტანა საინტერესო გადაწყვეტილება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე და მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.
საქმე შეეხებოდა ცილისწამების გამო დავას, სადაც ადვოკატს დააბრალეს უსაფრთხოების სექტორთან თანამშრომლობა. ქართულმა სასამართლომ არ გაიზიარა მიხეილ რამიშვილის არგუმენტები და განაცხადა რომ რაც მასზე თქვა სასულიერო პირმა, არა ფაქტები, არამედ, მხოლოდ შეფასებები იყოო.
ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა ქართული სასამართლოს შეფასება და პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა დაადგინა, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 000 ევრომდე თანხის გადახდა დაევალა საქართველოს,” – წერს გიორგი ბურჯანაძე.