მთავარისიახლეებიჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიციელზე ძალადობის ფაქტზე დააკავეს

Published on

შსს-ს განცხადებით, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს.

განცხადების თანახმად, კიდევ ორი პირი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.

“გამოძიებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

სამართალდამცველებმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე, მომხდარიდან მალევე დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაშია – მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიურად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები”. – წერს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე, დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში.

სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიღმის იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა...

ამინდი საქართველოს ქალაქებში, 28 იანვრის პროგნოზი

28 იანვარს, საქართველოში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები დედაქალაქში +5 გრადუსს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების...

ავარიის შედეგად ბათუმში ქვეითი დაიღუპა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი...

ნინოობასთან დაკავშირებით, ყაველაშვილმა 59 პირი შეიწყალა

ოლიგარქისა და მისი პარტიის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა. შეწყალების...