მთავარისიახლეებისაზოგადოებაზურაბ ჯაფარიძე - პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის

ზურაბ ჯაფარიძე – პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის

Published on

პარტიებს შორის კონსულტაციები არის, სადაც მე პირადად არ ვარ ჩართული, მაგრამ პროცესი დაძრული იყო, ვიდრე ციხიდან გამოვიდოდი – საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელსაც, მეტ ნაკლებად, ყველა მსხვილი თუ აქტიური პოლიტიკური ჯგუფი მოაწერს ხელს , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებს შორის კონსულტაციებთან დაკავშირებით პროგრესი არის.

„რაღაცები კეთდება. ერთი რომ პარტიებს შორის კონსულტაციები არის, სადაც მე პირადად არ ვარ ჩართული, მაგრამ ეს პროცესი დაძრული იყო მანამ, ვიდრე გამოვიდოდი ციხიდან. ვიცი, რომ პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელსაც, მეტ ნაკლებად, ყველა მსხვილი თუ აქტიური პოლიტიკური ჯგუფი მოაწერს ხელს. ცალკე არის კონსულტაციები სამოქალაქო ჯგუფებს შორის, სადაც ასევე, მეც ვარ ჩართული. რამდენიმე ჯგუფის მუშაობაში. საბოლოოდ, ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება ასეთ რეჟიმთან დაპირისპირება. ყოველ შემთხვევაში, გამარჯვებამდე მისვლა გაჭირდება და ბევრ დროს წაიღებს. ეს პროცესები დაძრულია. არ მინდა აღქმა დარჩეს ვინმეს, რომ თითქოს ჩემი ინიციატივაა. ჩემამდე დაწყებული პროცესია, უბრალოდ რაღაცებში ჩავერთე.

ვიცით, რომ ნიკა მელიას მინიმუმ კიდევ ერთი წელი არ უშვებენ, შეიძლება ცოტა ნაკლები. ლაკას [ელენე ხოშტარია] შემთხვევაში, საერთოდ არ ვიცით სასამართლო როდის და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. რაც ვიცოდი ზუსტად არის ის, რომ გიორგი ვაშაძე უნდა გამოსულიყო. ნიკა გვარამია უნდა გამოვიდეს 12 თებერვალს. ადამიანურად არასწორი იქნებოდა მინიმუმ ამ ადამიანების გამოსვლამდე, რომ რაღაც საჯარო განცხადება ყოფილიყო გაკეთებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მინიმუმ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ. ჯაფარიძის შეფასებით, თარგამაძე დილით ადრე იმიტომ არ გამოუშვეს, რომ „მას უბრალოდ აწვალებენ“.

„ახლა არის 11-ის 20 წუთი. მე რომ გამომიშვეს, ზუსტად იყო 9-ის 10 წუთი. ვისხედით ზუსტად ერთი და იმავე ბლოკში, ერთი და იმავე მუხლით, მოსჯილი გვქონდა ზუსტად ერთი და იმავე. გივი იჯდა ზუსტად ჩემს თავზე. მე ვიჯექი 220-ში და გივი იჯდა 320-ში. მე თუ ვიყავი გარეთ 9-ის ათ წუთზე, ახლა გივი რატომ არ არის გარეთ? ერთადერთი ახსნა არის ის, რომ უბრალოდ აწვალებენ მას და მის ოჯახის წევრებს. სხვა მეტი ახსნა არ არსებობს“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

სიახლეები

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...

მან თქვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან ჩვენზე ბევრი ნეგატივი დახვდათ – ყაველაშვილი რუბიოზე

"ქართული ოცნებისა" და პირადად ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იტალიაში საქმიანი საუბარი...

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...