მთავარისიახლეებისაზოგადოებასამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

Published on

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.

გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კობახიძის სამსახურში ამბობენ, რომ კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა.

მათ შორის, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატები. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას უკვე დაიწყება.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე”- წერია განცხადებაში.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...